იტვირთება 0%

წესები და პირობები

ამგვარად/ამით დარეგულირებულია წესები მომხარებლის მიერ შენაძენის გაკეთებაზე www.vvine.ge - ზე, მიმართული ერთი ან მეტი ღვინის ბოთლის მიღებასა და ვაზის დარგვაზე ვენახში, რომელსაც ფლობს ან კონტრაქტით არეგულირებს VVINE-ი.

“ვივაინი” თავის თავზე იღებს განახორციელოს დარგვა მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე. დარგვა ხორციელდება საქართველოს მასშტაბით დასარგავ/ ვენახებში რომელიც დამტკიცებულია “ვივაინის” მიერ.
ვაზის დარგვის პროექტები ხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ.

აუცილებელია იყო სულ მცირე 18  წლის, რომ შეძლო vvine.ge საიტის გამოყენება და იყიდო ალკოჰოლი vvine.ge-ის სერვისით. მიწოდების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს სახელმწიფოს მიერ გაცემული ვალიდური პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
 

როგორ დაგვიკავშირდეთ?

 

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, თხოვნა, სურვილი, შენიშვნა, მოთხოვნა ან პრეტენზია კონფიდენციალობის პოლიტიკის ან თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებისთან, დამუშავებასთან, გამოყენებასთან, გამჟღავნებასთან ან/და დაცვასთან მიმართებით, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:

 

ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, .თბილისი, სამუელ ბუაჩიძის ქ #41  ელექტრონული ფოსტა[email protected]  ტელ: (+995) (593) 48 73 74, ვებგვერდის (www.vvine.ge) ვებჩათი/ონლაინ-კონსულტაცია.



2. მომსახურების აუცილებელი მახასიათებლები

მომხმარებელი შეიძენს, გადახდის მეშვეობით ერთ ან მეტ ვაზს და მიიღებს ერთ ან მეტ ბოთლ ღვინოს. “ ვივაინმა” უნდა უზრუნველყოს დარგვის სერვისი მოთხოვნილი მომხმარებლის მიერ.

ვინაიდან გარიგების ობიექტი მოიცავს როგორც მომსახურებას, ასევე პროდუქტს, მომხარებელი ღებულობს ერთ ბოთლ ღვინოს მის მიერ დარგულ თითოეულ ვაზზე. ფაქტიურად, ვაზები დარგულია, იმ მიწაზე, რომელსაც ფლობს “ვივაინი” ან რეგულირდება კონტრაქტით, და არა იმ მიწაზე, რომელიც ხელმისაწვდომია მომხარებლისთვის. შესაბამისად, მომხარებელი ვერ მოითხოვს საკუთრების უფლებას მიწაზე (რომელსაც ფლობს “ვივაინი” ან რეგულირდება კონტრაქტით).

 

3. კონფიდენციალობის პოლიტიკა

 

კონფიდენციალობის პოლიტიკა

 

  • რა სახის და რა წყაროდან მიღებულ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ?

 

თქვენი პერსონალური მონაცემების სახეობა და მოცულობა, რომლებსაც ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ დამოკიდებულია VVINE- იმ მომსახურებაზე, რომლის მიღება ან რომლითაც სარგებლობა გსურთ. ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ გარკვეულ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა მოწოდების გარეშე VVINE-  მომსახურებებით ვერ ისარგებლებთ და მათი ჩვენთვის მოწოდება სავალდებულოა, ასევე, იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა მოწოდების ვალდებულება არ გაგაჩნიათ და გვაწვდით თქვენი საკუთარი სურვილის შესაბამისად. ყველა პერსონალურ მონაცემზე, რომელსაც თქვენ გვაწვდით, თვალსაჩინოდ მითითებულია, არის თუ არა მისი ჩვენთვის მოწოდება სავალდებულო, თუ მხოლოდ ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს.

 

ჩვენ შესაძლოა დავამუშაოთ თქვენი შემდეგი პერსონალური მონაცემები:

 

  • მონაცემები, რომლებსაც თქვენ გვაწვდით.
  • მონაცემები, რომლებიც ავტომატურად წარმოიქმნება თქვენ მიერ VVINE- მომსახურებით სარგებლობისას.

 

 

თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების შეგროვება ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:

 

  • თქვენი პროფილის/ანგარიშის შექმნა, მონაცემთა მითითების გზით;

 

ზემოაღნიშნულ შემთხვევებში თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, რომლებიც შესაძლოა ჩვენ შევაგროვოთ და დავამუშაოთ მოიცავს შემდეგს:

 

  • სახელი და გვარი;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • ტელეფონის ნომერი;
  • ასაკი;
  • სქესი;
  • დაბადების თარიღი;
  • საცხოვრებელი მისამართი (ქვეყანა, ქალაქი და მისამართის სხვა დეტალები);
  • საბანკო ბარათის პირველი 6 ან/და ბოლო 4 ნომერი, ბარათის მფლობელის სახელი და გვარი და ოპერაციის უნიკალური კოდი;
  • მონაცემები, რომელიც თქვენ შესახებ ჩვენთვის გახდება ცნობილი თქვენი შეფასებების, შენიშვნების, კომენტარების ან შეკითხვების წარმოდგენის ან ჩვენთან კომუნიკაციის ნებისმიერი არხის, საშულების, ფორმის ან მეთოდის მეშვეობით;

 

 

  1. რისთვის ვიყენებთ და რა მიზნით ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს?

 

ჩვენ ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვიყენებეთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისათვის:

 

  • პროდუქციისა და მომსახურების შეძენა და მიწოდება - ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შეკვეთების მისაღებად, დასამუშავებლად და პროდუქციისა და მომსახურების მიწოდებისათვის, თქვენი გადახდების დასამუშავებლად და სამართავად, ასევე, პროდუქტის/მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების გადასაწყვეტად..
  • უფლებებისა და ინტერესების დაცვა - ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენი, თქვენი ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად. მაგ. ჩვენ მიმართ თქვენი ან სხვა მესამე პირთა საჩივრების, პრეტენზიების, განცხადებების შესწავლის ან გადაწყვეტის მიზნით.
  • კომუნიკაცია - ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს VVINE- მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თქვენთან კომუნიკაციის მიზნით. მაგ. ელ.ფოსტის, ტელეფონის, ვებჩათის ან სხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით თქვენთან კავშირის დასამყარებლად.
  • მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა და პრევენცია - ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ფინანსური და სხვა დანაშაულის ან სამართალდარღვევის გამოსავლენად, აღსაკვეთად და მისი პრევენციის მიზნით, რათა დავიცვათ ჩვენი, თქვენი და სხვა მესამე პირთა უსაფრთხოება, მათ შორის, თქვენი პერსონალური მონაცემები და საკუთრების უფლება.

4. პროდუქტების დაბრუნების პოლიტიკა

    1. პროდუქტის მიღების შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია მომდევნო 48 საათის განმავლობაში მიმართოს VVINE-ის და მოითხოვოს პროდუქტის დაბრუნება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნების თაობაზე წარმოდგენილ მოთხოვნას VVINE-ის არ განიხილავს და შესაბამისად პროდუქტი არ ექვემდებარება დაბრუნებას.
      2.
      მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნების თაობაზე მოთხოვნა წარდგენილი უნდა იყოს VVINE-ისათვის წესებსა და პირობებში მითითებულ საკონტაქტო/საკომუნიკაციო არხების საშუალებით და მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: შეკვეთის ნომერი, შეკვეთაში შემავალი პროდუქტების სია, დაბრუნების მიზეზი და VVINE-ის  მოთხოვნის შემთხვევაში, პროდუქტის არსებული ფოტო-ვიდეო მასალა.
      3.
      პროდუქტის VVINE-ისათვის უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება შემდეგი გარემობები:
      ) მომხმარებელისათვის მიწოდებული იქნა, მის მიერ შეკვეთილისგან განსხვავებული პროდუქტი;
      ) მომხმარებლისათვის მიწოდებული პროდუქტი აშკარად არ შეესაბამება VVINE-ის პლატფორმაზე მითითებულ აღწერილობას;
      ) მომხმარებელისათვის მიწოდებული პროდუქტს აღმოაჩნდა ნაკლი;