ვინ ვართ ჩვენ
ჩვენ ჩვეულებრივი, გონებამახვილი და მშრომელი ხალხისგან შემდგარი გუნდი ვართ — დეველოპერები, დიზაინერები, სომელიეები, მეღვინეები და გარემოზე მზრუნველი ადამიანები, რომლებიც რა სიტუაციაშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ, პირველს ყოველთვის შესაძლებლობებს ვამჩნევთ.
ერთი მნიშვნელოვანი საერთოც გვაქვს, ძალიან მიზანსწრაფულები ვართ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე გარემოზე ზრუნვას ან რაიმეს ახლებურად კეთებას, გადააზრებას ეხება. ამ შემართებით განვახორციელეთ უამრავი პროექტი და მათ შორის, უკვე გლობალური სტარტაპი „ტრიპექსიც“.
რას ვაკეთებთ
ჩვენ გვჯერა — იმისთვის, რომ აღადგინო გადაშნების პირას მყოფი ვაზი, არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა შენს პროფესიას და იმას, თუ რამდენად დაკავებული ხარ. ამიტომაც, თუ გინდა, მიიღო ახლებური ემოცია იმ გამოცდილებისგან, რაც ჩვენს ქვეყანაში 8000 წლის განმავლობაში დაგროვდა, შემოგვიერთდი.
ჩვენ შევქმენით VVINE - პირველი ონლაინ მევენახეობა, ანუ მევენახეობის 2.0 ვერსია ციფრულ ეპოქაში.
ალბათ, გაიგებდი, რომ კოსმოსში მანქანა დაფრინავს და იმასაც შეამჩნევდი, რომ სამყარო გაციფრულების გზაზე დგას. ჰოდა, მეგობარო, დროა, ისიც იცოდე, რომ შენ ერთ-ერთი პირველი ხარ, ვისაც საშუალება აქვს, ონლაინ მევენახის სტატუსი ატაროს და აღადგინო საკუთარი სახელობის ვაზი, რომელსაც ჩვენ დავრგავთ და მოვუვლით.
რატომ ვაკეთებთ
VVINE — მევენახეობის 2.0 ვერსია.
რატომ მევენახეობა და რატომ ციფრულ ეპოქაში? იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან მიზანსწრაფული და რაღა დაგიმალოთ, ამაყი ხალხი ვართ. გვჯერა, რომ თუ მევენახეობის ინდუსტრიაში რევოლუცია საიდანმე უნდა დაიწყოს, ეს, პირველ რიგში, ვაზის სამშობლო - საქართველოა.
და რატომ მევენახეობის რევოლუცია?
იმიტომ, რომ ტრადიციების გადააზრება და ახალი თაობის საუკუნოვან ღირებულებებთან დაკავშირება ჩვენს მრავალსაუკუნოვან ტრადიციას სიცოცხლეს ერთიორად გაუხანგრძლივებს, საქართველოს კი - კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე ახლისა და ყველაზე ძველის სინთეზით, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანით შევამკობთ ჩვენს ისტორიას. საქართველოში კი, არაფერია „ონლაინზე“ ახალი და მევენახეობაზე ძველი.
ჰოდა, ჩვენც აღვადგენთ ყველა ენდემურ ქართულ ვაზის ჯიშებს და ვფიქრობთ, რომ თუ ჩვენს სამშობლოში ვენახის მოსავალი 8000 წლის განმავლობაში მოსულა, უძველესი ვაზის აღდგენის თანამედროვე გზებიც სწორედ აქ მოსულა. ავე!